ბედი ადამიანს ხშირად ცუდად ეხუმრება. ხანდახან, ერთი შემთხვევაც საკმარისია, რომ ფეხბურთელის კარიერა დასრულდეს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ყველანაირ განსაცდელს გაუძლეს. ისინი ბრუნდებიან და თამაშობენ. შესაძლოა ისე ვეღარ ბრწყინავდნენ, როგორც თავდაპირველად მაგრამ თამაშობენ შიშის გარეშე, უფრო მონდომებნულად ვიდრე მანამდე. მე აღფრთოვანებული ვარ ასეთი ადამიანებით, ისევე როგორც მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივარი. ნორვეგია...ვერ ვიტყვით, რომ ის არის საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამ სახელმწიფომ ფეხბურთს აჩუქა ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები როგორებიც არიან :ფლო, კარუ, რიისე, ჰაგემი, ჰაგენი. ბევრს უკვირს, რომ ამ სიაში არ არის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი-ოლე გუნარ სოლსკაიერი. ყველაფერი ძალიან მარტივია. ახლა კი შემოგთავაზებთ საინეტერსო სტატიას მის ცხოვრებაზე. როგორ იქცა ეს ფეხბურთელი საუკეთესოდ.
ერთხელ ნორვეგიაში, დაბა კრისტინsanSi, ნორვეგიის ჩემპიონის სახლში დაიბადა ვაჟი. ეს მოხდა 1973 წლის 26 თებერვალს. ბიჭს დაარქვეს ოლე, რადგან სულშერების ოჯახს ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა, ეს ყველაფერი კი პატარა სულშერის დაბადების გამო ხდებოდა. როცა ბიჭი 3 წლის იყო, არავის არ ეგონა რომ მისგან სუპერვარსკვლავი, ან თუნდაც სპორტსმენი დადგებოდა. რადგანაც ის ძალიან მოუხერხებელი და ნელი იყო. მის მამას ოივდიდ სოლსკაიერს უნდოდა, რომ მის შვილს კარგი ''ბრძოლა'' ცოდნოდა, ამიტომ ოლე სამი წლის განმავლობაში კლასიკურ ბრძოლას ეუფლებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ფეხბურთის თამაში უფრო მოსწონდა.
ოლემ თამაში მესამე დივიზიონის კლუბში დაიწყო. აქ მან 5 წელი დაჰყო. ოლე ყოველთვის ოცნებობდა, რომ უმაღლეს ლიგაში ეთამაშა. 1995 წელს ფეხბურთელს ბედმა გაუღიმა. მან მიიღო შემოთავაზება ''მოლდესგან'', რომელზეც მაშინვე დათანხმდა. სწორედ მის ახალ კლუბში გამოჩნდა ოლეს საოცარი ნიჭი, და გოლის ალღო. მისი დებიუტი ძალიან კარგად შედგა. 26 თამაშში 20 გოლის გატანა მოახერხა. ოლე მალევე გახდა გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი და მალევე მიიპყრო მათი ყურადღება.
ინტერესი ნელ-ნელა მწვავდებოდა, ახალი ფეხბურთელის მიმართ. ''ნიუკასლი'' და''ბლექბერნი'' ცდილობდა გადმოებირებინა ახალი ვარსკვლალი, მაგრამ საბოლოოდ ის დათანხმდა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლაზე 1,5 მილიონ ფუნტად. კლუბის ფანები არ ამართლებდნენ ამ ტრანსფერს, ისინი ელოდნენ, რომ გუნდში გადმოვიდოდა ''მრისხანე'' თავდამსხმელი. ბევრი მათგანი დამწუხრებული იყო, ალან შირერის უარის გამო. მაგრამ, იმ წუთას არავის ეგონა რომ ''მანჩესტერში'' ნორვეგიელი შირერი იმყოფებოდა.
არავინ ელოდა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი გახდებოდა ასეთი გუნდის ლიდერი. მისი პირველი სეზონი ''იუნაიტედში'' შესანიშნავი იყო. პირველი თამაში მან სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ''ბლექბერნის'' წინააღმდეგ. შეცვლაზე შემოსულმა კი 6 წუთის შემდეგ პირველი გოლიც გაიტანა. პირველი სეზონის შემდეგ ''მანჩესტერში'', სულშერი გახდა გუნდის ძირითადი ფეხბურთელი. შემდეგ სეზონში კი საუკეთესო შემცვლელი. ამ დროს მან გაიტანა 19 გოლი და გახდა ''იუნაიტედის''ბომბარდირი. სერ ალექსი მის შესახებ: ის არის არაჩვეულებრივი, თავდამსხმელი. მას აქვს ნათელი მომავალი, ის გახდა გუნდის ლიდერი და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარება ბევრი ჯილდოს მოპოვებაში
სულშერი არა მარტო გმირი, არამედ კლუბს სავიზიტო ბარათიც გახდა.ფანები ყოველთვის ელოდებოდნენ მის გამოსვლას მოედანზე და თბილად ხვდებოდნენ მას. მან გაიტანა 126 გოლი ''იუნაიტედში'' აქედან 28 გოლი კი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა. ერთხელ მატჩში ''ნოთინგემ ფორესტის'' წინააღმდეგ სულშერი გამოჩნდა '' ბავშვისმკვლელი სახით'', მან შეძლო და 10 წუთსი 4 ბურთი შეაგდო მოწინააღმდეგის კარებში. ეს მართლაც სასწაული იყო. ყოველი მისი გოლის შემდეგ, კრიტიკოსები ჩუმდებოდნენ, ისინი ვისაც არ სჯეროდა სულშერის. ასე გახდა ''იუნაიტედის'' ფეხბურთელი კლუბის მთავარი ბომბარდირი.
დადგა ახალი სეზონი და გაჩნდა ბევრი ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ სოლსკაიერით დაინტერესებული იყო ბევრი კლუბი და შესაძლო იყო, რომ მას კლუბი დაეტოვებინა. ამის მთავარი მიზეზი კი დუაიტ იორკის გადმოსვლა იყო. მანამდე კლუბს კი ენდი კოული შეეძინა. შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელი იტო, მაგრამ ამ შემადგენლობაში სულშერის ადგილი არ მოიძებნებოდა. თუმცა იორკი-კოულის წყვილა მთელი სეზონის განმავლობაში ვერ შეძლეს ის, რასაც სულშერი 2 თამაშში აკეთებდა.
სოლსკაიერი მოედანზე გამოჩნდა ''ლივერპულის'' წინააღმდეგ Round 4 FA Cup-ში, სადაც გაიტანა გადამწყვეტი გოლი მატჩის დასასრულს. ამის შემდეგ კი მოხდა სასწაული. 1999 წელს ''მანჩესტერის'' გულშემატკივრისთვის ძალიან კარგი წელი იყო. თუმცა ამ სეზონის ბოლო მატჩი არც ისე წარმატებული იყო 90 წუთის მანძილზე. ფინალი, ''ნოუ კამპი'', ბარსელონა. ''მანჩესტერ იუნაიტედი''და ''მიუნხენის ბაიერნი'', 89 წთ. ანგარიში 1-0. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჩემპიონობა ბაიერნს ხვდა წილად, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო. მოხდა სასწაული, ამ სასწაულის ფუძემდებელი კი სწორედ ოლე გუნარ სოლსკაიერი იყო.
მომდევნო სეზონში სოლსკაიერი, მოტივირებული იყო მხოლოდ გოლის გატანაზე. ''მანჩესტერს'' ყავდა უძლიერესი შემადგენლობა. გიგსი-ნისტელროი და სოსლსკაიერი. საბოლოოდ სუპერ შემცვლელი გახდა კლუბის მთავარი ფეხბურთელი. მან მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა თამაშში.
2003 წლის სექტემბერში მან მიიღო სერიოზული დაზიანება. ის საჭიროებდა ოპერაციას. ამ ყველაფრის წინ კი მან შეძლო 115 გოლის გატანა ''იუნაიტედში''. სეზონი დასრულებული იყო სულშერისათვის, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა და მაინც ითამაშა 2 მატჩში, სეზონის ბოლოს. ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ იყო, ამიტომაც ის უფრო გაურთულდა და დადიოდა ხმები სოლსკაიერის გუნდიდან წასვლის შესახებ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჭორები.
ოლე დაბრუნდა! მაგრამ მარტში 2006 წელს ''იუნაიტედი''-ს რეზერვისტების თამაშზე, საკმაოდ უხეშმა მოთამაშე ბორომ, ყბა ჩაუმტვრია უგო ეჰიგოუს. ამ ფაქტმა ''მანჩესტერის'' გულშმატკივრების აღშფოთება გამოიწვია.
ბევრი ვარჯიშის შემდეგ, ოლე დაუბრუნდა მანკუნიანელებს. მატჩში ''ცარლტონის'' წინააღმდეგ მან ბოლო გაიტანა. ტრუბუნებზე კი საოცარი ატმოსფერო იყო, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, ეს უნდა ნახო. პუბლიკა ''მანჩესტერის'' გმირს აპლოდისმენტებით ხვდებოდა ''მანჩესეტერის'' უდიდეს გმირს. სულშერმა თქვა, რომ მთელი ეს დრო, გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა და ზალას მატებდა, გუნდში დაბრუნების იმედი.
ოლე ნელ-ნელა უბრუნდებოდა ტავის სათამაშო ფორმას. 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის შეხვდრაში ''სელტიკის'' წინააღმდეგ ის შეცვლაზე შემოვიდა და გაიტანა გოლი. ზუსტად ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
არასტაბილურობა გაგრძელდა, ისევ ტრავმა აწუხებდა. მისი ბოლო მატჩი ''იუნაიტედის'' შემადგენლობაში ინგლსის ტასის ფინალში იყო, როდესაც იგი კომპენსირებულ დროში გამოჩნდა მოედანზე. მან ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 23 გოლი. მის სამშობლოდ ხშირად ინგლისსაც მოიხსენიებდნენნ ძირიტადი მიღწევები ჰქონდა 1998 წელს მსოფლიო თასზე და ევრო 2000-ზე სადაც თითოეულ ტურნირში სამი-სამი მატჩი ჩაატარა.
მას კვლავაც სურდა თამაში, მაგრამ ისევ საოპერაციო მაგიდაზე იყო. ''ოპერაცია არ იყო რთული'' აცხადებდნენ ექიმები. მან მალევე დაიწყო ვარჯიშები. მის დაბრუნებას ყველა ელოდა, მაგრამ ოლე არარ დაუბრუნდა კლუბს. 2007 წლის 27 აგვისტოს, ნორვეგიელმა განაცხადა, რომ მან დაამთავრა საფეხბურთო კარიერა, როგორც ფეხბურთელმა.
ოლემ ახალი სეზონი დაიწყო, ''იუნაიტედის'' რეზერვისტებთან ერთად მწვრთნელი რანგში. დასაწყისი ცუდი არ იყო. მათ მოიგეს Lancashire Cup-ი 1969 წლის შემდეგ. ფინალურ მატჩში მათ დაამარცხეს ლივერპული.
რა არის ახლა? სამუსაო, ოჯახი, ბავშვები. ის არის მამა, ორი არაჩვეულებრივი ბავშვისა. მას ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ის არის უბრალოდ კარგი ადამიანი. მას უყვარს როდესაც ხალხს და გულშემატკივრებს სიხარულს ანიჭებს. სოლსკაიერი ხშირად არის რთულ სიტუაციებში, ის ცდილობს დაეხმაროს ყველას.