ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Star Wars The Force Unleashed
გამოშვების თარიღი: 2009
ჟანრი: Action / 3D / 3rd Person
შემქმნელი: LucasArts Entertainment Company
გამომცემელი: LucasArts Entertainment Company
პლატფორმა: PC მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
პროცესორი: 2.4 GHz Dual Core Processor (Intel Core 2 Duo or AMD Athlon X2)
ოპერატიული: 2 GB
ვიდეო კარტა: 256 MB (Nvidia) Geforce 8800 GT
ადგილი ვინჩესტერზე: 25 GB
Star Wars: The Force Unleashed ბევრი საიდუმლოს ხდის ფარდას და ბევრ კითხვაზე პასუხობს. ამ სერიისთვის რევოლუციური თამაში ჯორჯ ლუკასის ორი ტრილოგიის დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც მესამე და მეოთხე ეპიზოდს აერთებს. ავტორი თვითონ მუშაობდა სიუჟეტზე, ასე რომ ელოდეთ ინტრიგებს, საიცარ აღმოჩენებსა და შოკის მომგვრელ კვანძის გახსნებს. ”ვარკსვლავური ომების” სამყაროს აბსოლუტური ბოროტების განსახიერება დარტ ვეიდერი იყო, მაგრამ ახლა სცენაზე გამოდის ახალი პერსონა. შავი ლორდის საიდუმლო მოწაფე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ძალით არ ჩამოუვარდება გამოცდილ მეომრებს. იმპერია მას ერთადერთ დავალებას აძლევს - გაანადგუროს ყველა ჯედაი გალაქტიკაში და მათი სახელგანთქმული აკადემია დაანგრიოს. გახდება თუ არა დარტის მიმდევარი ისეთივე ურთჩხული თუ შეიცვლის გზას? ახალი ტექნოლოგიების დახმარებით თავს ნამდვილი ფილმის მაყურებლად იგრძნობთ!